суббота, 18 октября 2008 г.

პროექტის სახელი: სოკო
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მონაწილეები იკვლევენ მასალას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული სოკოების შესახებ. აჯგუფებენ მათ საჭმელ, პარაზიტ და შხამიან სოკოებად. აგროვებენ ფოტო-მასალას და სოკოს კერძების რეცეპტების წიგნს. ოჯახის პირობებში აკვირდებიან საფუარი და ობის სოკოს განვითარებას. მიკროსკოპის საშუალებით იკვლევენ სოკოს უჯრედებს და წარმოადგენენ ნახატების სახით. განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან 5 მუშა ჯგუფად. პირველი ჯგუფი იმუშავებს საჭმელ სოკოებზე, მეორე-პარაზიტ სოკოებზე, მესამე-შხამიან სოკოებზე, მეოთხე-ობის სოკოებზე , მეხუთე- საფუარ სოკოებზე . თვითოეული ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სოკოების მრავალფეროვნების, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მათი გავრცელებისა, განვითარების, გამოყენების და პარაზიტ სოკოებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. გადაიღებენ ფოტო-მასალას, აღწერენ მათ მიერ ნაპოვნ სოკოებს და წარმოადგენენ ნახატების და სურათების სახით. მოიძიებენ სხვა დამატებით ინფორმაციას მათი მიერ მოკვლეული სოკოების შესახებ (სხვა ქვეყანაში გავრცელება, საჭმელი სოკოების მომზადების წესების, პარაზიტ სოკოებთან ბრძოლის მეთოდების, სოკოების სამკურნალო მნიშვნელობის და სხვა) მეოთხე და მეხუთე ჯგუფი გააკეთებს ექსპერიმენტს სხვადასხვა პირობებში (ტემპერატურა, ტენიანობა, შაქრიანობა) ობისა და საფუარი სოკოს განვითარებაზე. აკვირდებიან ზრდის ტემპებს და სხვადასხვა ფაქტორის გავლენას მასზე.. მონაცემებს წარმოადგენენ სურათების, ცხრილების ან დიაგრამების სახით. თვითოეული ჯგუფი გააკეთებს ჩანახატს, მოთხრობას ან იგავს სოკოებზე, პარალელურად დახატავენ, გამოძერწავენ ან ნებისმიერი სხვა სახით გამოსახავენ ქუდიან სოკოებს, უღებენ სურათებს თავიანთ ნამუშევრებს და შექმნილ ფოტოებს განათავსებენ ვებ-გალერეაში, აწყობენ გამოფენას სკოლაში. შექმნიან სოკოს კერძების რეცეპტების ელექტრონულ წიგნს. განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი/კლასი: 11-13, 7-8 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასებში: კვლევა, ექსპერიმენტის ჩატარება, ინფორმაციის მოძიება, ნამუშევრების განთავსება ბლოგში , რეცეპტების წიგნის ელ.ვერსიის შექმნა, მონაცემების შეტანა ცხრილში, დიაგრამების აგება, ჩანახატების გაკეთება, შესრულებული ნამუშვერებისა და ფოტოების გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას სოკოების მრავალფეროვნების შესახებ. თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს წარმოადგენენ ცხრილებისა და დაიგრამების სახით, გააკეთებენ ლიტერატურულ ჩანახატებს (ბოროტი და კეთილი სოკოების შესახებ)გადაღებული სურათებითა და შესრულებული ნახატებით აწყობენ გამოფენას.
სარგებელი სხვებისათვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სოკოების შესახებ, გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან კავშირი: ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ქართული, სახვითი ხელოვნება, ინფორმატიკა
მონაწილეები სხვა სკოლიდან: თბილისის 155-ე საჯარო სკოლა. VII-კლასი
პროექტის ფასილიტატორის სახელი: შორენა ქურდაძე. ნინო პერანიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: shorena.qurdadze@gmail.com nino.peranidze@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea19bd0
პროექტის ვებ-გვერდი:http://sokomukori.blogspot.com/